პოლიტიკა

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ფაიგ გულიევი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

საქართველოს მთავრობა

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია