პოლიტიკა

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება

საქართველოში სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმყოფება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმარს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა.

სომხეთის პრემიერის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემაც.

ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციასთან ერთად არის ჩამოსული. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია