პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე

„გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რისი დაფინანსება ხდება საქართველოში და არის თუ არა ეს ქართველი ხალხის ინტერესში.

„სამწუხაროდ, ბევრი უპასუხისმგებლო დონორია, ვისთანაც თვეები, წლები ვსაუბრობდით იმაზე, რომ პასუხისმგებლიანად უნდა მოიქცნენ. ვხედავთ, რომ ფულს მისცემენ, შემდეგ ამ ფულით ხდება – „მოლოტოვის კოქტეილის“ რეკლამირება, ფაშისტური კამპანიების განხორციელება, ძალადობრივი აქტები. როცა ამის თაობაზე დონორებს ვეკითხებით, ისინი ხელს იბანენ, მათი პასუხისმგებლობა თითქოს არის. ასე არ გამოვა და არც შეიძლება. ისინი თავისი ქვეყნის ხალხის ფულს ხარჯავენ და პასუხისმგებლიანად უნდა მოიქცნენ. ისინი ჩვენი საზოგადოების ინტერესებს აზიანებენ, როცა მოლოტოვის კოქტეილების რეკლამირების და ა.შ. დაფინანსება ხდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რისი დაფინანსება ხდება საქართველოში და ქართველი ხალხის ინტერესში შედიოდეს ის, რაც საქართველოში ხდება. სისტემა იქნება, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ”. ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე. თუ დონორს სურს, რომ გრანტი გასცეს, მან მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სუბიექტს უნდა მიმართოს და თანხმობა მიიღოს გრანტის გაცემაზე. ამით უზრუნველყოფილი იქნება, რომ პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება მოქალაქეებისთვის და ყველას ეცოდინება, რა ფული ტრიალებს, რა ფინანსდება, რა პროექტები ფინანსდება. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება, რომ ეს მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესებით და არა ესტონეთის ხელისუფლების ინტერესით, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესით. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ყველაფერი ჩვენს ინტერესებში უნდა ხდებოდეს და არა, სხვა ხალხების და მათი პოლიტიკური ინტერესებით, რაც სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაშია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია