პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს კიმ ჩინ-ფიოს შეხვდა.

როგორც აღინიშნა, მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის დინამიური და ნაყოფიერი ურთიერთობები და გამოხატეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

შეხვედრაზე ისაუბრეს კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფებისა და ადმინისტრაციების დონეზე საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე.

აგრეთვე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, კულტურის, ვაჭრობის, პირდაპირი ფრენების, ტურიზმის, განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებებით.

შალვა პაპუაშვილმა, კოლეგას, კორეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი თანმხლები დელეგაციის მიერ კორეის რესპუბლიკაში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...