რაც შეეხება პროპაგანდას, ვის დავუჯეროთ და ვის არ დავუჯეროთ, რას დავუჯეროთ? დავუჯეროთ საკუთარ თვალებს, ყურებსა და საკუთარ გონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა და ოპოზიციის წარმომდგენლებს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტები, გასკდება.
„ჩვენ გვახსოვს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ნაწილი ადამიანებს, როგორ იქნა შეცდომაში შეყვანილი პროგაპაგანდით, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ხომ ვნახეთ, სიმართლე რაც იყო, ვერ დამალეს. აქაც არის პროპაგანდა, თითქოს რუსულ კანონის ვიღებთ და ეს არ არის პირველი მოსმენა, თითქოს ვენეციის კომისია არ იქნება. ამ ყველაფერს ხალხის ხომ ხედავს და დაინახავს. ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტიც, გასკდება და საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ ნდობა შეირყევა, როგორც სხვა დროს შეირყა და ამიტომ გეუბნებით, ნაცვლად პროპაგანდისა, იმუშავეთ შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება კვაზი პატრიოტულ განცხადებებს, ამის უფლებას არავის მივცეთ, ჩემ უკან ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი არის გამოსახული, არავის მივცემ უფლებას რუსეთთან პარალელების. არავის მოგცემთ უფლებას, პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როდესაც აქ ვართ ჩვენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.