პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციას ზუსტად ისევე არ უჭერენ მხარს ქვეყნის გარეთ, როგორც ქვეყნის შიგნით

ისევე როგორც სხვა წლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩოები მოწოდებული არიან, რომ კარგად ორგანიზებული არჩევნები იყოს ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კარგია, რომ ოპოზიცია იყენებს ინტერპელაციის წესს და დღეს მიიღებენ პასუხებს, როგორც ჩატარდება არჩევნები საზღვარგარეთ.

„გაუგებარია ოპოზიციის მიერ დაყენებული კონტექსტი, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მიღების ისე წარმოჩენა, თითქოს საზღვარგარეთ მათ აქვთ მაღალი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებისგან და თითქოს ხელს უშლის ხელისუფლება, რომ მათი მხარდამჭერები არ მივიდნენ არჩევნებზე. ფიქრობენ, რომ არსებობს ორი კლასის ქართველი? ქართველები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ქართველები, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში? ორი კასტა არის, სხვადასხვა ხალხი ვართ, ქართველები ქვეყნის შიგნით და ქართველები ქვეყნის გარეთ? როდესაც ქვეყნის შიგნით, თავიანთივე აღიარებით, ამბობენ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემები აქვთ, ამბობენ, რომ 15%-ის ფარგლებში არის „ნაციონალური მოძრაობა“, რა ჰგონიათ, ქვეყნის გარეთ სხვანაირი ვითარება იქნება? ქვეყნის გარეთ, საქართველოს საზღვრებს გარეთაც ზუსტად ისეთივე ქართველები არიან, როგორც აქ ვართ. ოპოზიცია სინამდვილეში ასე წარმოადგენს, თითქოს ქვეყნის შიგნით სხვა ხარისხის ქართველები ვართ და ქვეყნის გარეთ – სხვა თუ რა ხდება? ეს არის პრობლემა, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველები და გარეთ მცხოვრები ქართველები ჰგონიათ სხვადსხვა. ოპოზიციას ზუსტად ისევე არ უჭერენ მხარს ქვეყნის გარეთ, როგორც ქვეყნის შიგნით. ეს არის პრობლემა, რომ ხდება დახარისხება ქართველებისა, თითქოს სხვადასხვა ხარისხის ქართველები ვართ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია