პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთს სააკაშვილთან დაკავშირებით, სიყალბეს რომ ავრცელებდნენ და მეორე სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით რომ ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება

ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთს სააკაშვილთან დაკავშირებით, სიყალბეს რომ ავრცელებდნენ და მეორე სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით რომ ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ სანქციების კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ მადლობა გადაუხადეს იმ ინსტიტუციური სიძლიერისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ დღემდე სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების არცერთი ფაქტი მომხდარა.

„სააკაშვილის ყალბი პროპაგანდის ჩაფუშვისა და ჩაშლის შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გამოააშკარავა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან დეზინფორმაციული პროპაგანდა მიმდინარეობდა, თითქოს, აქ სააკაშვილის მიმართ ხდებოდა ცუდი მოპყრობა, გუშინ საბოლოოდ წერტილი დაესვა უკვე ერთ წელზე მეტ ხანს მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიას როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან, რომ თითქოს, საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა. გუშინ ამ საკითხში ყველაზე გარკვეული ადამიანები ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთში სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები. მათ საქართველოს ხელისუფლებას საჯაროდ მადლობა გადაუხადეს იმ ინსტიტუციური სიძლიერისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ დღემდე სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენების არცერთი ფაქტი მომხდარა. ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მტრობენ საკუთარ ქვეყანას რადიკალური ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. გავიხსენოთ ყველა ის განცხადება, რომელიც იყო და სამწუხაროდ, ამან დაადასტურა კიდევ ერთხელ რამდენად დეზინფორმაციული შინაარსის იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია. ორ რეზოლუციაში იყო საუბარი, მინიშნებები და პირდაპირი საუბარი, თითქოს, საქართველოში ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა. ამხელა მასშტაბის დეზინფორმაციული პროპაგანდა იყო საქართველოს წინააღმდეგ. ევროპარლამენტსაც კი მიაღებინეს ორი რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ეწერა ტყუილი და ეს დადასტურდა გუშინ. სააკაშვილთან დაკავშირებით ველით ბოდიშს როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ისე ქვეყნის გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა, რომ თითქოს, აქ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჯერჯერობით, სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ, ახლა ეს საკითხიც დაემატა. ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე ბოდიშს მოველით, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია