პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას

პირადად მე არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას – USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად არჩევნების ჩაშლას, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

„მე პირადად არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას. 2020 წელს, ISFED-ის არაპროფესიონალიზმს, თუ მათ უცოდინარობას დაჰბრალდა ეს თითქოს, მაგრამ ჩვენ გავიგეთ, რომ USAID-მა ყველაფერი იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას მალავდა. საინტერესოა, ახლა რას აკეთებს USAID-ის ახლანდელი ხელმძღვანელობა, ისინიც რა დონით არიან საქმის კურსში? რატომ არ აქვეყნებს ISFED პარალელური დათვლის შედეგებს?

USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად არჩევნების ჩაშლას. ასე რომ, წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაქცევა, რომ საჯაროდ გასცეს პასუხი იმას, თუ რასთან გვაქვს საქმე. რატომ მალავს ISFED პარალელური დათვლის შედეგებს? და რატომ ავრცელებს დეზინფორმაციას ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია და ძირს უთხრის არჩევნებს? რატომ ავრცელებს ამერიკული ფულით ISFED დეზინფორმაციას?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია