პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრის თემაა ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში დეოლიგარქიზაციის განხორციელებას ითვალისწინებს.

დახურულ შეხვედრაზე განიხილება დეოლიგარქიზაციის თაობაზე უკრაინული კანონი.

„ჩვენ გავმართავთ იმ პრინციპების პრეზენტაციას, რომელსაც უკრაინული კანონი ეყრდნობა და მოვისმენთ პოზიციებს. ჩვენ შეგვიძლია ეს კანონი ავიღოთ როგორც საფუძველი. უკრაინული კანონის კრიტერიუმებია: მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა. თუ პირი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონით ოლიგარქად მიიჩნევა. შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ ეს ხალხი, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში მყოფი ოპოზიციონერები რამდენად აკმაყოფილებენ კანონის სულისკვეთებას. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული იმ გაგებით, როგორც ამ ხალხს უნდა”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დაწყებისას.

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობენ: – ალეკო ელისაშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ჰერმან საბო და ფრიდონ ინჯია, ხოლო მმართველი გუნდიდან – ანრი ოხანაშვილი, მიხეილ სარჯველაძე და რატი იონათამიშვილი.

ასევე ნახეთ

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია