პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია, ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას

სამწუხაროდ, დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია, ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო დიდი რისკის წინაშეა, როდესაც ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის რეგულარული არმია იმყოფება საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში. ახლა მთავარი ამოცანაა ამ რისკების რეალიზების შესაძლებლობა არავის მიეცეს.

„სხვათა შორის, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ახლაც საუბარი გვქონდა იმაზე, რომ სამწუხაროდ, დღემდე, ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ოკუპაციას არ ჰქვია ოკუპაცია და მნიშვნელოვანია ზუსტადაც, რომ ევროკავშირმა სწორი სახელი დაარქვას ამ მდგომარეობას.

უსაფრთხოების მხრივ გამოწვევები და რისკები არსებობს ახლა, არსებობდა უწინაც და ჩვენი პასუხისმგებლობა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ყოველთვის მიემართება ამისკენ. სხვა ხელისუფლებებსა და სხვა ქვეყნებზე ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ის უსაფრთხოების რისკები, რაც არსებობს, ამ უსაფრთხოების რისკების რეალიზება, ანუ რეალობად ქცევა არ მოხდეს. ამას უზრუნველყოფს „ქართული ოცნება.“ მაშინ, როდესაც ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის რეგულარული არმია იმყოფება საქართველოს დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში, ეს არის უდიდესი რისკები. მთავარი ამოცანა არის, რომ ამ რისკების რეალიზების შესაძლებლობა არ მივცეთ არავის, როგორც შიდა ინსტრუმენტებით, ისე გარე ინსტრუმენტებით. მთავარი ამოცანა ნებისმიერი ხელისუფლების, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისად, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რომ არსებული რისკების რეალიზება არ მოხდეს. რისკები როდესაც რეალიზდება, თავისთავად ნებისმიერი ხელისუფლება ამ მხრივ პასუხისმგებლობას სხვადასხვა დონეზე უნდა გრძნობდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია