პოლიტიკა

შალვა შავგულიძე – „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისთვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის

საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტის, მისი სხვა შესწორებებისათვის და მხარი არ დაეჭირათ მე-4 შესწორებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა შალვა შავგულიძემ პრენალურ სხდომაზე განაცხადა.

შავგულიძის თქმით, რეზოლუციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხით, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

„რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, დასმულია საკითხი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელმაც უნდა გაასამართლოს აღნიშნული რეჟიმი უკრაინის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი ომის, არაადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისათვის.

დასმულია საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის მიზანშეუწონლობის შესახებ. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთო-ს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებრივი ომის შეფასებასთან ერთად, შეფასება მიეცეს რუსეთის აგრესიას საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ხოლო რუსეთისგან  მოითხოვს, მისი სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოს და  მოლდოვას ტერიტორიებიდან. აი, ასეთი მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია.  რეზოლუცია წარმოადგენს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არა მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს, არამედ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხითაც, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. სისხლის სამართლის საერთაშორისო დანაშაულები, რომელთაც რუსეთი დღეს სჩადის უკრაინაში, მას ჩადენილი აქვს საქართველოსთან მიმართებით გასული საუკუნის 90-იან წლებში და მიმდინარე საუკუნეში – 2008 წელს.

„ქართული ოცნების“ დეპუტაციამ კენჭისყრაზე არდასწრების გზით მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას. რის გამართლებასაც ცდილობენ იმით, რომ რეზოლუციას დაემატა მე-4 შესწორება მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით. ეს არგუმენტი არ ამართლებს „ქართული ოცნების“ ამ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას, რადგან საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ მათ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისა და მისი სხვა შესწორებებისათვის და მხარი არ დაეჭირათ მისი მე-4 შესწორებისთვის, როგორც მოიქცა პარტია „მოქალაქეების“ წევრი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი.

„ქართულმა ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებული მე-4 შესწორება, რათა მხარი არ დაეჭირა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტისთვის“,- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

ინფორმაციას საქართველოს პაროლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია