პოლიტიკა

სისტემის დამარცხების ფორმულა უკვე გვაქვს, ბრძოლა გრძელდება! – ოპოზიციის ბრიფინგი

სისტემის დამარცხების ფორმულა უკვე გვაქვს, ბრძოლა გრძელდება! –  ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ და გიორგი ვაშაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ოპოზიციის ლიდერებმა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ბოლომდე ბრძოლა დაანონსეს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სისტემის დამარცხების ფორმულა უკვე არსებობს და ეს არის კონსოლიდაცია როგორც ქვეყნის შგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.

ოპოზიციის ლიდერები ასევე აცხადებენ, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვთ.  

ივანიშვილმა უკან წაიღო რუსული კანონი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და გვესმის, რომ საზოგადოებაში არის ძალიან მაღალი მოლოდინი თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და ისიც, გვესმის,რ ომ ეს პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე.

უნდა გავიაზროთ, რამ მოიტანა ეს გამარჯვება, რა იყო ის ფაქტორები, რის გამოც ჩვენ შევძელით ამ შემთხვევაში სისტემის დამარცხება. ჩვენი აზრით იყო ის, რომ იყო ძალიან გასაგები კონრეტული მოთხოვნა, ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო, გასაგები, არაორაზროვანი და დაცლილი ყოველგვარი დიპლომატიური ენისგან გზავნილები, თუ რა იყო გასაკეთებელი და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს იყო სრული კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით.

ამიტომ, გასაკეთებელია შემდეგი: ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ახლა ამ ქვეყანას არა ქვს და არც ამაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შანსი ამ ქვეყანას არ აქვს.

ფორმულა გვაქვს, როგორ შეიძლება რომ სისტემამ უკან დაიხიოს. ამ ფორმულის გამოყენებით უნდა ავარჩიოთ შემდეგი ნაბიჯები~, კონკრეტული მოთხოვნები და ისევ უნდა ვცადოთ ყველამ ერთად კონსოლიდაცია ყველა პოლიტიკური ძალის, სამოქალაქო სექტორის და ცნობადი სახეების. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ასეთი ტიპის კონსულტაციები, ვაპირებთ ამ კონსულტაციების გაგრძელებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეტ, – განაცხადა ჯაფარიძემ. 

ასევე ნახეთ

ანა ნაცვლიშვლიშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნები არა მხოლოდ გაყალბდა, არამედ მისი მიტაცება მოხდა

“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 73 საოლქო კომისიაში შეიტანეს საჩივარი მოთხოვნით, რომ ვერიფიკაციის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია