პოლიტიკა

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, 3 აგვისტოს დილას სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში, ლაჩინის მიმართულებით აზერბაიჯანულ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

პასუხად, აზერბაიჯანმა კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში განადგურებულია სომხური შეიარაღებული ფორმირებების რამდენიმე პოზიცია. არიან დაღუპულები და დაშავებულები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე სიმაღლის აღების შესახებაც იტყობინება.

სომხური მხარის მტკიცებით კი, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანმა დაარღვია, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა 2 სომეხი სამხედრო. ოფიციალურმა ერევანმა დახმარებისკენ უკვე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას. სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, ეუთომ და ნატომ.

რეგიონში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი მოსკოვშიც გააკეთეს. განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. შოიგუს უწყების ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სარიბაბის რაიონში აზერბაიჯანმა დაარღვია, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი კი საჭირო ზომებს მიმართავს ვითარების სტაბილიზაციისთვის, აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლებთან ერთად.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია