პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოავლინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება, – ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), კონვენციის პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევას“, – აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.

სასამართლოს განმარტებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილია როგორც „ბორდერიზაცია“.

„ის ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას უკრძალავს. ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას“,“- აღნიშნულია პრესრელიზში.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადამიანები მოკლეს აფხაზეთში ან ცხინვალში შესვლის ან გასვლის მცდელობისას, ხოლო სხვები დააკავეს, დააკავეს და/ან არასათანადოდ მოეპყრნენ ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“. ამასთან, საქართველოს მთავრობის მტკიცებით, ადამიანებს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი მიწათმოქმედებისთვის იყენებდნენ, ოჯახები დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ აერჩიათთ რუსულ ენაზე სწავლა ან გრძელი და სახიფათო მგზავრობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლაში სასწავლებლად.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მას გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის ინფორმაცია და საერთაშორისო მასალები, გონივრული ეჭვის მიღმა დასკვნის გასაკეთებლად, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების პატერნს ან სისტემას. უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა არ არსებობა და ზომების ზოგადი გამოყენება ყველა პირის მიმართ ამტკიცებდა, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ტოლერანტული იყო ასეთი პრაქტიკის მიმართ“, – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე – სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის

მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის, – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია