პოლიტიკა

თალაკვაძე: როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში

როცა ოპოზიციის მხრიდან პათეტიკურ განცხადებებს ვისმენთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ინიციატივას, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და ხანმოკლე სავიზო რეჟიმი დაწესდეს.

თალაკვაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს ვალდებულება, ნებისმიერ მოქალაქეს საზღვარზე კანონმდებლობის შესაბამისად მოეპყროს და დისკრიმინაცია მიუღებელია.

„როცა ოპოზიციის მხრიდან არის პათეტიკური განცხადებები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. შეიძლება რადიკალურ ოპოზიციას დაავიწყდეს ან დაივიწყოს, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში. ამავე დროს საქართველოს ვალდებულება აქვს, ნებისმიერ ადამიანს, ვინც საქართველოს საზღვარს მომართავს და სურს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, მოექცეს და მოეპყროს როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად, სადაც რაიმე ტიპის დისკრიმინაცია, ისეთი მიდგომები, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს გახლავთ მიუღებელი. ხელისუფლება და შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ იმ რისკებს, რომელიც ხელისუფლებას უკავშირდება და ამ რისკებს სახელმწიფო მართავს ყოველდღიურ რეჟიმში. გარწმუნებთ, როგორც მართლწესრიგი ქვეყანაში, ასევე საქართველოს უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები განუხრელად იქნება დაცული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია