პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი – ვინც მიშას გზას გაჰყვება, დაამთავრებს, როგორც მიშა

ვინც მიშას გზას გაჰყვება, დაამთავრებს, როგორც მიშა, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება.

„და ვინც მიშას გზას გაყვება, დაამთავრებს, როგორც მიშა. თქვენი გემოვნების საკითხია, მეგობრებო.

განულებაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, არ მინდა, ნულს ნიშანი მოვუგო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა: „მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამ გზაზე ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ძალები, მაგრამ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“.

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია