პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი – ახალი გამარჯვება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, დღეს ევროსაბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ხდება დღეს, 9 აპრილს

ახალი გამარჯვება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, დღეს ევროსაბჭოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ხდება დღეს, 9 აპრილს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამართალი აუცილებლად იზეიმებს.

„ჩვენი გმირების მსხვერპლისა და ღვაწლის აღიარების, მთელი ჩვენი ქვეყნის სიმართლის საერთაშორისოდ დადგენისა და განმტკიცებისათვის ამ გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებლად ხაზგასასმელია საქართველოს ხელისუფლების, ქართული იუსტიციის მიერ ჩადებული შრომა და ენერგია ამ საქმეზე სამართლის დადგენის თვალსაზრისით. სამართალი იზეიმებს“, – აცხადებს ტალიაშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია