პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება ე.წ. რუსული კანონის მიღებაში და საპროტესტო აქციებზე ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა.

საპასუხოდ მმართველი გუნდიდან განაცხადეს, რომ ხალხის გულწრფელი პროტესტი ოპოზიციამ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ქვეყნის მიერ არჩეულ ევროპულ გზას და მომავალს, ვერაფერი შეაფერხებს.

სხდომაზე კიდევ ერთი დაპირისპირება ზვიად კუპრავას განცხადებამ გამოიწვია, რომელიც თბილისში ნაპოვნი გარდაცვლილი მოზარდის ძიებას ეხებოდა.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...