პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს წევრი დავით ფარცვანია გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხეს

პარტია „საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს წევრი, დავით ფარცვანია პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ფრაქციის წევრებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზაზა თავაძის თქმით, მათი ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ მხრიდან 20 ათასი დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა.

ზაზა თავაძეს თქმით, ის შემჩნეული იყო “ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში.

“დღეს, ჩვენი ინფორმაციით, „ოცნების“ მხრიდან 20 ათასი აშშ დოლარის და მომავალში კარგ პოზიციაზე დასაქმების სანაცვლოდ, პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფარცვანიამ ფრაქცია “თბილისი საქართველოსთვის” დატოვა. ნიშანდობლივია, რომ დავით ფარცვანია ასევე შემჩნეული იყო “ქართულ ოცნებასა” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სავარაუდო ფარულ თანამშრომლობაში, ინფორმაციებისა და ჩანაწერების მიწოდებაში, რასაც მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ყველაზე კარგად ადასტურებს” – განაცხადა ზაზა თავაძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას პარტია “საქართველოსთვის” წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ქართული ოცნება“ აგრესიულად აგრძელებს მიზანმიმართულ ბრძოლას ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური ძალაუფლების მიტაცებას უკანონო მეთოდების გამოყენებით, რაშიც აქტიურად ჰყავთ ჩართული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები. ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, შანტაჟს, მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანის ძალადობით წართმევას, რასაც ადამიანების გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, ვერ უძლებს, თუმცა, გვაქვს ღირსეული ბრძოლის მაგალითები. ჩვენი პარტია აერთიანებს საერთო ეროვნული იდეების გარშემო, მხოლოდ საქართველოსთვის შეკრებილ, სწორი ფასეულობებისა და ღირებულებების ათასობით ადამიანს ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომელთა გვერდით ღირსებააყრილი და გაყიდული ადამიანების ადგილი არ არის. ჩვენი გადაწყვეტილება ყველა მსგავს შემთხვევაში იქნება ანალოგიურად მკაცრი.

ყველასთვის ნათელია, რომ „ოცნებამ“ სრულად შეითავსა მმართველობის ის მახინჯი ფორმები, რომელიც 2011-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ახასიათებდა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, „ოცნება“ დღეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ღიად ვაჭრობს ქვეყნის სუვერენიტეტით და ევროპული მომავლით, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ღირსეულ პასუხს გასცემენ” , – განაცხადა ზაზა თავაძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია