პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა – Edison Research-ის კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ მოსახლეობის 70%-მდე ოპოზიციურად არის განწყობილი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა Edison Research-ის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოსახლეობის 70%-მდე ოპოზიციურად არის განწყობილი – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ოპოზიციურმა პარტიებმა კაპიტალიზება სწორედ ამაზე უნდა მოახდინოს, – ამბობს ბოკუჩავა.

მისივე თქმით, ყველა სანდო კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანთა რიცხვი პროსახელისუფლებო რესურსს აღემატება.

„სწორედ ამიტომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებამდე არა ერთ ან ორი თვით ადრე, არამედ ერთი წლით ადრე საარჩევნო შტაბს ქმნის. გამოვკვეთეთ შტაბის ხელმძღვანელი და აქტიურ მუშაობას ვიწყებთ იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების კონსოლიდაცია მოვახდინოთ, რომელიც პროსახელისუფლებო რესურსს გაცილებით აღემატება.

ყველაზე მნიშვნელოვანია ამომრჩეველში გამარჯვების რწმენის გაჩენა – რა წამს გამარჯვებას ირწმუნებენ, მოხდება მათი ხმების კონსოლიდაცია რუსული რეჟიმის დასამარცხებლად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია