პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა – ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა

„ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა.

ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, რომ ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს.

„ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი ელემენტარულად ე.წ. გონგოს განმარტებას გაეცნოს. ეს არის სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია და ავტოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობენ სწორედ ასეთი „არასამთავრობო სამთავრობო ორგანიზაციები“. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია კრიტიკული აზრი, მედია, თავისუფალი სიტყვა, პოლიტიკის გავლენებისგან და წნეხისგან თავისუფალი სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ეს დემოკრატიული საზოგადოების არსი და ფუნდამენტია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიას, ევროპულ პერსპექტივას, კეთილდღეობას აირჩევენ. ამით ჩვენ ყველა, საქართველოს თითოეული მოქალაქე მოვიპოვებთ შანსს, რომ უმოკლეს ვადებში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირის პასპორტი ამაყად ხელში ეჭიროს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის წევრებთან შეხვედრაზე – სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის

მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის, – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია