პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა – კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ, მათ შორის „ოცნების“ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სწორ მხარეს გადმოვლენ

მიხარია, როდესაც ადამიანები ისტორიის სწორ მხარეს ირჩევენ, რადგან ყველას გვესმის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ, მათ შორის „ოცნების“ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სწორ მხარეს გადმოვლენ, – ასე გამოეხმაურა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, კასპის ყოფილი მერის, მანუჩარ მერაბაშვილის გადაწყვეტილებას „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეერთებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი წყდება.

,,მე დღეს ვესაუბრე მანუჩარს და ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები ისტორიის სწორ მხარეს ირჩევენ, რადგან ყველას გვესმის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ერთიანობით, საერთო ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი“,- განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...