პოლიტიკა

უკრაინის ომბუდსმენი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან

უკრაინის ომბუდსმენი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან. ამის შესახებ დმიტრო ლუბინეცი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ლუბინეცის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და ამიტომ აუცილებელია, თავად დარწმუნდეს, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, შემიშვან უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ახლა „ვივამედის“ სამედიცინო ცენტრში იმყოფება. კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება, შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მისი სათანადო სამედიცინო დახმარება და სათანადო განთავსების პირობები სამედიცინო დაწესებულებაში ან ხელი შეუწყოს მის გადაყვანას ევროპულ და ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებაში”, – წერს უკრაინის ომბუდმენი.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია