პოლიტიკა

უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა

უკრაინის ხელისუფლებამ სახელმწიფო თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გასვლა შეუზღუდა. ქვეყნის დატოვებას ისინი მხოლოდ სამსახურებრივი მივლინებების მიზნით შეძლებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამის განკარგულებას მან ხელი უკვე მოაწერა.

„არის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს პრინციპული გადაწყვეტილება თანამდებობის პირების საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. ეს ეხება ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა დონის ყველა თანამდებობის პირს. ეს ეხება სამართალდამცველებს, სახალხო დეპუტატებს, პროკურორებს და ყველას, ვინც უნდა მუშაობდეს სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოში. სურთ ახლა დასვენება – დაისვენებენ სახელმწიფო სამსახურის მიღმა. საზღვარგარეთ დასასვენებლად ან სხვა არასახელმწიფო მიზნით გამგზავრებას თანამდებობის პირები ვეღარ შეძლებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საომარი მოქმედებების დროს არასამსახურებრივი მიზნით საზღვარგარეთ გასვლა აეკრძალებათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მათ მოადგილეებს, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს; უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს, ტელე და რადიომაუწყებლობის საკითხებზე მომუშავე ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს და წევრებს; აუდიტის პალატის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებს, ადგილობრივი სახელმწიფო ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, დეპუტატებს და სხვა სახელმწიფო მოხელეებს.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია