უკრაინა და შეერთებული შტატები ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან, – აღნიშნულის ტექსტით გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინისა და აშშ-ის პირველი ლედების მხრიდან შეხვედრაზე ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმლით მისვლას.
„სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროტოკოლის ან ჩაცმულობის ერთ დეტალს ყველა განცხადებაზე მეტის თქმა შეუძლია. ბევრი კითხულობს: ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი დამთხვევაა თუ გააზრებული პროტოკოლური ჟესტი. სინამდვილეში, არც პირველია და არც მეორე. ეს არ არის წინასწარი შეთანხმების ან დამთხვევის შედეგი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან”, – წერს კულება.
უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, პირველი ლედი ოლენა ზელენსკა შეერთებულ შტატებში ძალიან წარმატებული ვიზიტით იმყოფებოდა.
„ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც ასეთი პატივი პირველ ლედის მიენიჭა და ეს იყო ზუსტად უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის მსგავს გამოვლინებას. პირველმა ლედიმ შეერთებულ შტატებში კონგრესის წევრებს ძლიერი სიტყვით მიმართა, რომელსაც ისინი თვალცრემლიანი უსმენდნენ. ოლენა ზელენსკა საუბრობდა არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტის მეუღლე, არამედ როგორც დედა და შვილი, რომელიც საუბრობს უკრაინის შვილებისა და მშობლების სახელით. ეს ეხებოდა ენით აუწერელ ტკივილს, ადამიანებზე, რომელთა სიცოცხლეც შეწყდა ან დასახიჩრდა ბარბაროსული რუსული ომისა და სარაკეტო ტერორის გამო”, – წერს კულება.