პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მსურს, დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ხალხმა იცოდეს, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე

ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას, ყველაზე კარგი გზა არის ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს არის წყალგამყოფი მომენტი გლობალური პოლიტიკისთვის. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის გადააზრება. ეს არის დრო ჩვენი დემოკრატიების ინვესტირებისთვის. ეს ეხება თანამოაზრე პარტნიორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს მსგავსი თვალებით, ვიზიარებთ მსგავს ღირებულებებს და უნდა მოვახდინოთ კოლექტიური ძალის მობილიზება. ჩვენ უნდა ვესწრაფვოთ დემოკრატიის გავრცელებას. ამის გასაკეთებლად ყველაზე კარგი გზა არის ჩვენი კავშირების გაღრმავება და ჩვენს კონტინენტზე დემოკრატიების გაძლიერება. ეს იწყება მათით, ვინც კავშირის წევრი არ არის. ჩვენ უნდა ვიყოთ მათ გვერდით ყოველდღიურად, ყველა ნაბიჯზე. მე ასევე მსურს, ხალხმა იცოდეს დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, თქვენ ხართ ჩვენი ოჯახის წევრები, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი და ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენს გარეშე. ეს უნდა იყოს გზავნილი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია