პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური – ნამდვილად არაა ისე, თითქოს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კატასტროფულად გაიზარდა და რაღაც უბედურება ხდება

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს ერთ-ერთი დეპუტატი 2022 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემებით დაინტერესდა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ნამდვილად არაა ისე, თითქოს რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა კატასტროფულად გაიზარდა და რაღაც უბედურება ხდება.

„მილიონ ოთხასი ახსენეთ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის თითოეული კვეთა, 2022 წელს 869 000 პიროვნებაა შემოსული. მილიონ ოთხასი კვეთა არის მთლიანად, რადგან ვიცით, ძალიან ბევრია რუსეთის მოქალაქე, რომელიც, ვთქვათ, ტაქსაობს, ტვირთს ეზიდება, შეიძლება, დღეში სამჯერ ან ხუთჯერ გადმოვიდეს საზღვარზე. ომის დაწყებიდან დღემდე, წლის განმავლობაში მთლიანად შემოვიდა 913 000 ადამიანი და 866 000 უკან გავიდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, აქ ლაპარაკია პიროვნებებზე და არა კვეთაზე. ასევე, 2019 წელს შემოსული იყო რუსეთის მილიონ 64 000 მოქალაქე და გავიდა მილიონ 67 000 მოქალაქე. გეთანხმებით, რომ 2020 და 2021 წლებთან შედარებით, წელს გაიზარდა, თუმცა 2018-ში და 2019-ში ბევრად მეტი იყო. დაახლოებით 300 000-ით მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს. ეს არის ფაქტები, მე არ ვიგონებ და ამ ციფრებს არ ვწერთ ჩვენ. ეს არის სტატისტიკა. წლევანდელ წელს, 2023 წელს შემოვიდა თითქმის 137 000 რუსეთის მოქალაქე და გასულია 150 913 რუსეთის მოქალაქე. ანუ, 13 934 ადამიანით მეტი გავიდა წელს, პირველი იანვრიდან. ნამდვილად არაა ისე, რომ კატასტროფულად გაიზარდა და რაღაცა უბედურება ხდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია