”გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
”ჩვენ 18-ში დავაანონსეთ აქცია, რომელზე მოსული ადამიანებიც შეგვიძლია, მივაწეროთ, როგორც 16-ში აქციას, ისე 20-ში აქციას. აქედან გამომდინარე ჩვენ წავალთ აქციაზე 18-ში და ჩაგვთვალეთ, როგორც 16-ში, ისე 20-ში მისულებად. აი, შუაშისტები, რომლებიც არ მივლენ არც 16-ის და არც 20-ის აქციაზე, მშვიდ გარემოში შევიკრიბებით და მივეწერებით ორივე აქციას. თუ ოპოზიცია წავა 16-ში, ასევე „ქართული ოცნება“ და მოვახერხებთ, რომ გავერთიანდეთ ევროპის მოედანზე, თუ დავინახეთ, რომ ეს მცდელობა გამოდის, ამ შემთხვევაში მე შევუერთდებოდი ამ აქციას, მაგრამ თუ დავინახე, რომ ეს კვლავ დაპირისპირების საბაბი ხდება, ბუნებრივია, მე არ მინდა არც „ნაცების“ მხარეს, არც „ქოცების“ მხარეს და აქედან გამომდინარე, 18 არის გადასარევი შუაშისტური ციფრი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.