პოლიტიკა
vaxo megrelishvili

ვახტანგ მეგრელიშვილი: აქციაზე წავალთ 18-ში, გადასარევი შუაშისტური რიცხვია

”გირჩის” წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

”ჩვენ 18-ში დავაანონსეთ აქცია, რომელზე მოსული ადამიანებიც შეგვიძლია, მივაწეროთ, როგორც 16-ში აქციას, ისე 20-ში აქციას. აქედან გამომდინარე ჩვენ წავალთ აქციაზე 18-ში და ჩაგვთვალეთ, როგორც 16-ში, ისე 20-ში მისულებად.  აი, შუაშისტები, რომლებიც არ მივლენ არც 16-ის და არც 20-ის აქციაზე, მშვიდ გარემოში შევიკრიბებით და მივეწერებით ორივე აქციას. თუ ოპოზიცია წავა 16-ში, ასევე „ქართული ოცნება“ და მოვახერხებთ, რომ გავერთიანდეთ ევროპის მოედანზე, თუ დავინახეთ, რომ ეს მცდელობა გამოდის, ამ შემთხვევაში მე შევუერთდებოდი ამ აქციას, მაგრამ თუ დავინახე, რომ ეს კვლავ დაპირისპირების საბაბი ხდება, ბუნებრივია, მე არ მინდა არც „ნაცების“ მხარეს, არც „ქოცების“ მხარეს და აქედან გამომდინარე, 18 არის გადასარევი შუაშისტური ციფრი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...