პოლიტიკა

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...