პოლიტიკა

ვინ არიან ოლიგარქები მმართველი გუნდისთვის?

კეზერაშვილი, ხაზარაძე, სააკაშვილი – სახელისუფლებო გუნდი ოლიგარქებად სწორედ მათ ასახელებს.

”შეგვიძლია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ – კეზერაშვილი ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხაზარაძე – ოთხიდან სამს, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი” – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთი ფაქტი არ არსებობს იმის, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე ფორმით ერევა პოლიტიკაში ან მედიაში, მაგრამ რაც შეეხება კეზერაშვილს, ხაზარაძეს და სხვებს, “ეს ფაქტებით დასტურდება”.

„უკრაინულ კანონში ოთხი მიზეზია ჩამოთვლილი, რომლის მიხედვით, ადამიანი ოლიგარქად ითვლება – ეს არის ის, რომ 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონება უნდა ჰქონდეს, მედიაზე გავლენა, ასევე პოლიტიკაზე გავლენა და ბიზნესში უნდა ჰქონდეს დომინირებული მდგომარეობა. პირი ოთხიდან სამს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კრიტერიუმებს რომ გავყვეთ, ერთადერთი ოთხიდან რასაც ბიძინა ივანიშვილი აკმაყოფილებს, 85 მილიონ დოლარზე მეტი ქონებაა. რაც შეეხება კეზერაშვილს, ის ოთხიდან სამს აკმაყოფილებს. ხაზარაძე – ოთხიდან – სამს. თქვენ თუნდაც ერთი მტკიცებულება მოიტანეთ იმის, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე გავლენა აქვს პოლიტიკაზე ან მედიაზე,”- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე ფაქტებით დასტურდება, რომ სააკაშვილი ოლიგარქია.

“მას 85 მილიონზე მეტი ქონება აქვს, ამ ნაძარცვ ფულს დღემდე პოლიტიკაშიც დებს. სააკაშვილი არის არაფორმალური ლიდერი, პოლიტიკაზე აშკარა გავლენა აქვს და პირდაპირ აფინანსებს საკუთარ საკუთრებაში არსებულ ტელევიზიებს, ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილეს, შესაბამისად, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი. სააკაშვილზე ფაქტები არსებობს, დღეში ოთხ კაცს იბარებს, რომ პოლიტიკური ინსტრუქციები მისცეს. ბიძინა ივანიშვილს “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს, ის პოლიტიკიდან გასულია, ეს იყო მისი ნება და არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომ რაიმეში ჩაერია” – განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – გასაკვირი არ არის, რომ შესაძლო ტერაქტის ადრესატი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, რადგან ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი

სუს-ის ინფორმაცია უაღრესად შემაშფოთებელია. საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია