პოლიტიკა

ვინ დგას ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან?

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემის შესვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის უკან დავით იაკობაშვილი დგას, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული.

როგორც ხოშტარია განმარტავს, აღნიშნულში საქართველოს მხრიდან ჩართულია „ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა“.

„ჩვენი ინფორმაციით, ამ ფაქტის და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი და დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში ნავთობის ბიზნესით არის დაკავებული. მან 2014 წელს „როსნეფტთან“ ხელი მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას და მისი კომპანიის 49% „როსნეფტმა“ შეისყიდა. სანქციების შემდეგ ფორმალური საბუთები გადააკეთეს. ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებოდა ტელეფონით და ბორინკას ეძახდა.

რა თქმა უნდა, საქართველოს მხრიდან, ამაში ჩართულია ეკონომიკის გარყვნილი მართვის არაფორმალური პირამიდა. შესასწავლია უჩა მამაცაშვილის და ლილუაშვილის როლი ამ სქემაში. ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებებმა გაატარეს ეს ტვირთი და ქართულ პორტში მიიღეს.” – ამბობს ხოშტარია.

ამასთან, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სიცრუეა ერთ-ერთი მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის პორტში სანქცირებული საწვავით დატვირთული გემის ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს. როგორც ადვოკატის განცხადებაშია აღნიშნული, არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია