პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი – ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინვე დაიწყება, როგორც კი 7-8 ივლისს საჭირო ობიექტების მომზადება დასრულდება.

„ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, რაზეც თქვენთან შევთანხმდით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და სასწრაფოდ მივიღებთ ზომებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განლაგებასთან. ასე რომ, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ყველაფერი სტაბილურადაა“, – განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა სოჭში მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ

ელენე ხოშტარია – მინდა მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან

ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, ნებისმიერ ფასად შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია