პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინი – სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხით დასრულდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრთხის განეიტრალების ყველა საჭირო გადაწყვეტილება დასაწყისშივე იქნა მიღებული.

„სამოქალაქო სოლიდარობამ აჩვენა, რომ ნებისმიერი შანტაჟი და შიდა ამბოხის მოწყობის მცდელობა მარცხით დასრულდება“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ: „ამბოხება მაინც ჩახშობილი იქნებოდა და ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ მათი ქმედებები კრიმინალური იყო“.

ასევე, პუტინმა მადლობა გადაუხადა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს გაწეული ძალისხმევისთვის სიტუაციის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის,თუმცა აღნიშნა, რომ საზოგადოების ერთიანობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი.

მადლობას ვუხდი „ვაგნერის“ ჯგუფის იმ ჯარისკაცებს და მეთაურებს, რომლებმაც ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს – არ წავიდნენ ძმათამკვლელ სისხლისღვრაზე და ბოლო ხაზთან შეჩერდნენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლთა უმეტესობა – რუსეთის პატრიოტია.

მან ასევე „ვაგნერის“ მებრძოლებს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე ხელისმოწერა, სახლში დაბრუნება ან ბელარუსში გადასვლა შესთავაზა.

„ამბოხის ორგანიზატორები სახელმწიფოს და მათთან მყოფებს უღალატეს. შეიარაღებულ ამბოხი ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვეტილებები ჩემი პირდაპირი დავალებით იქნა მიღებული “, – ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე ისაუბრა, დაღუპული პილოტების თავდადებაზე, რომლებმაც ქვეყანა საზარელი შედეგებისგან იხსნეზ.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის მტრებს სურდათ რუსეთი სისხლიან დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, მაგრამ ვერ გათვალეს.

„ზუსტად ასეთი შედეგი – ძმათამკვლელი ომი – უნდოდათ ჩვენს მტრებს: ნეონაცისტები კიევში და მათი დასავლელი მფარველები და სხვადასხვა სახის ნაციონალ-მოღალატეები. მათ უნდოდათ, რომ დაღუპულიყვნენ სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ჩვენი საზოგადოება გახლეჩილიყო, სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო. ისინი ოცნებობდნენ ფრონტზე და ე. წ. კონტრშეტევის მსვლელობის წარუმატებლობის რევანშზე, მაგრამ ვერ გათვალეს” , – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – რას უშლით პლაკატი, რომ მიდიან და ხევენ, ეს ადამიანები ლიბერალიზმით შენიღბული ფაშისტები არიან, არაფერი აქვთ ხალხისთვის სათქმელი, ერთადერთი, რაზეც არიან გადასული, სხვას ხელი შეუშალონ

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ოპოზიციური პარტიების მხრიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პლაკატების ჩამოხევის ფაქტზე კომენტარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია