პოლიტიკა

ვოლსკი: ანტიდასავლური რიტორიკა ჩვენში არ არსებობს

“ანტიდასავლური რიტორიკა ჩვენში არ არსებობს. არსებობს გარკვეული თემები, რომლებიც ეხება მაგალითად ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და სამწუხაროა, რომ არავინ არც სვამს შეკითხვას იმ 308 ევროპარლამენტარის წინაშე, თუ რატომ შეურაცხყოფს და რატომ არის ასეთი აგრესიული დამოკიდებულება მათი მხრიდან საქართველოს მიმართ. თუმცა იგივე დამოკიდებულება აქვთ მაგალითად პოლონეთის მიმართ და აქაც გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურული ინტერესი დევს.

რასაკვირველია, როცა ერთია ნაცმოძრაობა და სახალხო პარტია, ევროპარლამენტართა გარკვეული ჯგუფი ერთ გუნდს წარმოადგენს, აქ ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ ობიექტური შეფასებები იყოს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება ჩვენს სტრატეგიას და მიმართულებას ევროატლანტიკური სივრცისაკენ, ვინაიდან ეს ჩვენ გვჭირდება და არც ევროკავშირს და არც აშშ-ს ასეთი სანდო საყრდენი კავკასიის რეგიონში და არა მარტო ჩვენს რეგიონში, ბევრი ქვეყანა არ ჰყავს, როგორიც საქართველოა.” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...