პოლიტიკა

ხაბეიშვილი – ჩვენ გეგმა გვაქვს ბრძოლა და მოქმედება, არის ფიზიკურად საჭიდაო? ვჭიდაობთ

ჩვენ ფიზიკურად გვიწევს საქართველოს კონსტიტუციის დაცვა, რადგან ჩვენი პროდასავლური კურსი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყება ვერ ხერხდება.

სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უნდა განეხილათ. საკომიტეტო სხდომის დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არის ანტიდასავლური და პუტინისტური კანონი.

„ამათ შემოაქვთ ანტიდასავლური, პუტინისტური კანონი, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ჩაეწერებიან ისტორიაში, როგორც პუტინის, კრემლის მსახურები და რუსების აგენტურა.  საათ-ნახევარია ბლოკირებულია საკომიტეტო დარბაზი, ვერ იწყებენ სხდომას, ჩვენ ფიზიკურად მოგვიწია ჩვენი ქვეყნის ინეტერესების დაცვა.

ჩვენ გეგმა გვაქვს ბრძოლა და მოქმედება, რაც შეგვიძლია, ფიზიკურად არის დასაცავი, ფიზიკურად დავიცავთ, კანონით არის დასაცავი, კანონით დავიცავთ. დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობა ვართ დარბაზში. ოპოზიცია ახლა არის ერთად, ახლა არ არის განსხვავებების დრო, ახლა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ.

ჩვენ ვიცავთ ფიზიკურად, რაც შეგვიძლია. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა იქნება ჩვენი დასაცავი. ოპოზიცია გავაკეთებთ ყველაფერს. არის ფიზიკურად საჭიდაო? ვჭიდაობთ. მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სხდომა არ დაიწყოს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში. რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია