პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ბოიკოტიც და საპარლამენტო მანდატების დატოვებაც უბრალოდ არ არის შედეგის მომტანი

ბოიკოტიც და საპარლამენტო მანდატების დატოვებაც, უბრალოდ არ არის შედეგის მომტანი,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ის აპირებს საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობის მიღებას.

„ბოიკოტიც და საპარლამენტო მანდატების დატოვებაც უბრალოდ არ არის შედეგის მომტანი. მე უბრალოდ არ გახლდით საქართველოში. იმ მავნებლურ კანონმდებლობაზე, რომელიც შემოიტანეს და დააინიცირეს, ბიუროზე ვაპირებ ამ საკომიტეტო მოსმენებზე განხილვაში მონაწილეობას. მე მომხრე ვარ, რომ ერთობლივი გადაწყვეტილება იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კანონმდებლობა არის ზუსტად ის მნიშვნელოვანი, დემოკრატიისთვის აუცილებელი განხილვა, რომელზეც მე ჩემს კოლეგებს წარმოვიდგენ, მათ შორის კომიტეტებზე“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს. ამას ადასტურებს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება. ხატია დეკანოიძე მზად არის „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაესწროს.

თუმცა, პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით არ გადაიხედება.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია