პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე – მიხეილ სააკაშვილის სიმპტომები ესადაგება მოწამვლას – მოსამართლის სწორ პოზიციას აქვს დიდი მნიშვნელობა ჰუმანიტარული კრიზისის და ქვეყანაში პოლიტიკური გახლეჩის თავიდან ასაცილებლად

ხვალინდელ სასამართლო პროცესს, მოსამართლის სწორ პოზიციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰუმანიტარული კრიზისის და ქვეყანაში საბოლოოდ პოლიტიკური გახლეჩის თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლომ გაითვალისწინოს მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, დეკანოიძე საუბრობს ტოქსიკოლოგიურ დასკვნაზეც, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ქიმიური ელემენტები.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, სააკაშვილს სწორედ ის სიმპტომები აქვს, რომელიც მოწამვლას ესადაგება.

„ხვალ იქნება სასამართლო პროცესი, რომელზეც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სააკაშვილს მიეცემა საშუალება ონლაინ რეჟიმში მაინც წარსდგეს სასამართლოს წინაშე და საზოგადოება იხილავს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ფიზიკური მდგომარეობას, რომელიც ძალიან მძიმეა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება ახლა მიმართულია მისი სიცოცხლის გადასარჩენად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ის მტკიცებულებები, რომელიც არსებობს, სასამართლომ გაითვალისწინოს. გარდა ამისა, არის ძალიან კონკრეტული ტოქსიკოლოგიური დასკვნა და მასში არის მითითებული, რომ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია ასანიკი და მერკური, რომელიც არის ის ქიმიური ელემენტები, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ხოლმე ორგანიზმის ინტოქსიკაციისთვის, მათ შორის, მოწამვლისთვის და ზუსტად ის სიმპტომები აქვს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ფართოდ ესადაგება მოწამვლას, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამიტომ ხვალინდელ სასამართლო პროცესს, მოსამართლის ძალიან სწორ პოზიციას, მათ შორის, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად ქვეყნისთვის და მართლაც საბოლოოდ პოლიტიკური გახლეჩის თავიდან ასაცილებლად ქვეყანაში, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, გუშინ სტრასბურგში ოჯახის მოსმენა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ასეთი მოსმენები გაიმართება ვფიქრობ, ბევრ ქვეყანაში ოჯახის და ადვოკატების მონაწილეობით”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია