პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე – ყველა, ვინც ჩართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში, უნდა იყოს „მაგნიტსკის სიაში“

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევაში ვინც ჩართულია, უნდა იყოს „მაგნიტსკის სიაში“, ცნობილი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„დაახლოებით 12 დღის წინ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც არის რეალურად ამ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული, მათ შორის, ადამიანის უფლებების დარღვევაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, უნდა იყოს პრაქტიკულად ისეთ სიაში, როგორიც არის „მაგნიტსკის სია“. ამის შემდეგ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი კონტაქტი, თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო საერთაშორისო გამოხმაურებაც და პარტნიორების ჩართულობა გაცილებით გაზრდილია. გაზრდილია იმდენად, რამდენადაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა. ამიტომ ეს განცხადება, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი, რომელიც არის ჩართული დანაშაულებრივ სქემაში, იყოს რეალურად ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რადგან ამ ადამიანებმა ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევის გამო პასუხი უნდა აგონ, საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში უნდა იყვნენ. ამიტომ, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, მათ შორის სამართლებრივი პაკეტის შეკვრაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, რომ მისი ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე რაშიც ჩართული ვარ, ეს არის იურისტების გარკვეული ნაწილი, ჯგუფი, რომელიც მუშაობს სამართლებრივ პაკეტზე, რადგან ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ სახელების დ გვარების ჩამონათვალი. ეს უნდა იყოს სამართლებრივად კარგად შეკრული, რაც გულისხმობს, მათ შორის, რატომ არის ესა თუ ის ადამიანი ადამიანის უფლებების კონვენციის დარღვევაში ცნობილი ჩვენს მიერ, რა სისხლის სამართლის მუხლებია დარღვეული და რატომ არის აუცილებელი სააკაშვილის სიაში ამა თუ იმ ადამიანის შეყვანა“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ე.წ. მაგნიტსკის სიაში უნდა იყვნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ასევე პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნები და სააკაშვილის მკურნალობაში ჩართული პირები.

„ჩემი წარმოდგენით, ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც პირადად არაერთხელ თქვა, რომ არის პირველი პასუხისმგებელი და ვალდებული იმაზე, რომ კადრები გასაჯაროვდა. მათ შორის, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გამოიჩინეს პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნებმა. ეს არის რუსთავიდან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის დროს. ასევე მკურნალობის მიმართულებით ის ადამიანები, რომლებიც არ არიან ადეკვატურად პასუხისმგებელი, უფრო სწორად, არიან, მაგრამ არ იღებენ ამ პასუხისმგებლობას.

სამართლებრივ ნაწილს ვუყურებ ძალიან სერიოზულად. მათ შორის ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა ჩასატარებელი. ძალიან ნიშანდობლივად მივიჩნევ ბილ ბრაუდერ​ის განცხადებას. ბრაუდერი არის ადამიანი, რომელიც იყო ამ სიის არამარტო ავტორი, არამედ მთელი კამპანიის ამწევი“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მაგნიტსკის სიის“ ავტორს, ბილ ბრაუდერს წერილით მიმართა, რომ „დაეხმაროს ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის“ ახალი სიის წინასწარ შედგენაში“. ბილ ბრაუდერმა სააკაშვილს უპასუხა, რომ „მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე და ყველაფერს გააკეთებს, რათა დასავლეთის მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ“.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია