პოლიტიკა

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დღეს ჩანიშვნით „ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონა“

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის დღეს ჩანიშვნით “ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონა”.

მან საზოგადოებას ერთიანობისა და კანონპროექტის გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

„ძალიან მარტივი და ეშმაკური ხრიკი მოიგონეს. შესვენებაც არ გამოაცხადეს იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა საშუალება, ყველა დეპუტატი, ვინც გასული იყო შენობიდან, უკან მობრუნებულიყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს საზოგადოების ერთობა. ყველა, ვინც ამ დღეების განმავლობაში ხმას იღებდა და ხმა ამოიღო ამ რუსული კანონის წინააღმდეგ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალებით გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. ჩვენ ვიქნებით აქ, მაქსიმალურად ხელს შევუშლით ამ კანონპროექტის მიღებაში, მაგრამ ყველამ ერთად, როგორც არასდროს – ძალა ერთობაშია. გელოდებით ყველას იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ეს არ გაუვიდეთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...