პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე ირაკლი ზარქუას: “შენ ხომ გაქვს რეიტინგი, ვაი შენს პატრონს, თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო”

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, პუტინისტია ყველა, ვინც ხელი მოაწერა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხათუნა სამნიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა, რომ „რაც უნახავს, ეს არის მის მიერ წაყვანილი ყველაზე საშინელი ვითომ სხდომა“.

„ამ ვითომ კომიტეტის სხდომაზე გააკეთე ყველაფერი, რათა არ შემოსულიყვნენ ჟურნალისტები, დაინტერესებული ადამიანები, ისინი, ვისაც პირდაპირ ეხება ეს კანონი, არ გქონია არავითარი მცდელობა, ამ კანონპროექტით ვისაც სტიგმა უნდა დაადოთ, დაღი უნდა დაადოთ, გახლიჩოთ ეს საზოგადოება, იმ ადამიანებს არც დალაპარაკებიხართ, არც მოგისმენიათ არაფერი, ისე შეგეშინდათ ამხელა კაცებს, პუტინისტებს. ყველა, ვინც მოაწერა ამ კანონპროექტს ხელი, ნიკას არ მოუწერია, მაგრამ პირდაპირ მხარს უჭერს, როგორც თავმჯდომარე, თითოეული თქვენგანი ხართ პუტინისტები, ამ ქვეყნის მტრები, ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ რომ გააკეთებთ ყველაფერს. ნოლი გაქვთ პოლიტიკური ნება, რაც დაგიწერეს, იმას აკეთებთ, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, სულ ფეხებზე გკიდიათ ყველაფერი, რაც ხდება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ამასთან, ხათუნა სამნიძემ უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას რეპლიკასაც.

„შენ ხომ გაქვს  რეიტინგი რა, ძალიან პოპულარული კაცი ხარ ამ ქვეყანაში, ვაი შენს პატრონს, არგუმენტი რომ არ გაქვს და რეიტინგზე მელაპარაკები. რა რეიტინგი, ქვეყანას ანგრევთ, თქვე საცოდავებო და რა რეიტინგებზე მელაპარაკებით?! ცოტა ხანში ამ ქვეყანას არ ეყოლება ერთი ადამიანი, ვინც ამ ქვეყნის ინტერესებს დაიცავს, ისე აშინებთ ადამიანებს. თავს ვიკავებ, რომ არ შეგაგინო, ირაკლი, და დავაი ახლა, თავი დამანებე, რომ ვლაპარაკობ, ნუ მერევი, უზრდელო შენ. გაწყვეტინებდი? თუ კაიფობ იმით, რომ წყობილებიდან ვარ გამოსული იმის გამო, რომ ქვეყანას ანგრევთ. ქვეყანას ანგრევთ, თქვენ ხართ ამ ქვეყნის მტრები, ამ ქვეყნის პუტინის და რუსეთის გზაზე დამყენებლები“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ასევე ნახეთ

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია