პოლიტიკა

ხოშტარია რუსეთიდან გადმორიცხულ ფულზე – მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ფულს, სულერთია რუბლებშია თუ დოლარებში

ელენე ხოშტარიას მამამ, ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ, „რადიო თავისუფლებასთან“, რუსეთიდან ჩარიცხული თანხის შესახებ ისაუბრა. ხოშტარიას თქმით, ის სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს იღებს და მნიშვნელობა არ აქვს, ის რუბლში იქნება, დოლარში, ევროში თუ ფუნტში.

„ჩემი პასუხი ძალიან მარტივია. მე არ ვიღებ რუსულ ფულს, მე ვიღებ სოლიკო ვირსალაძის ჰონორარს. სულერთია, რა ვალუტაშია: რუბლებშია, დოლარშია, ევროშია თუ ფუნტებში, რა ვალუტაშიც უნდა იყოს, ეს არის სოლიკოს ფული. მე ამ ფულს არ დავუტოვებ რუსეთს. მე რომ 1994 წლიდან ეს ფული მეტოვებინა, კაი იარაღის ფულს დავუტოვებდი. ეს ბიძაჩემის ფულია, მე და მანანა ხიდაშელი [გოგი ხოშტარიას დეიდაშვილი – რ.თ.] თანაბრად ვინაწილებთ ამ ფულს. ეს არ არის რუსის ფული“, – განაცხადა გოგი ხოშტარიამ.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მართლები ვართ და საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია