პოლიტიკა

ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი შალვა პაპუაშვილს მიმართავს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები სხვა ადგილზე გადასვას

ხუთი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს ადგილები შეუცვალოს.

პარლამენტის თავმჯდომარეს თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი, თამარ კორძაია და ტარიელ ნაკაიძე მიმართავენ. როგორც დეპუტატები ამბობენ, ამ მოთხოვნის მიზეზი „ხალხის ძალის“ მხრიდან შეურაცხმყოფელი მიმართვებია.

„ბატონო შალვა, საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის ფლანგზე სხედან საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრები. აღნიშნული ჯგუფის მხრიდან 2023 წლის 21-22 მარტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი ხასიათის რეპლიკები და დღეს, 22 მარტს ეს ყოველივე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, კერძოდ, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან. ბატონო შალვა, ვინაიდან „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არის მუდმივი დაპირისპირების კერა, გთხოვთ, მიიღეთ შესაბამისი ზომები და აღნიშნულ დეპუტატთა ჯგუფს შეუცვალეთ ადგილი სასესიო დარბაზში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს – ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ

უკრაინაში ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს – “სოლიდარობას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია