პოლიტიკა

ზატულუნი – საქართველოს ოცნებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”

საქართველოს სურს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ მისი სურვილები დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”. ამის შესახებ URA.RU-ს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე ზატულინმა განუცხადა.

„იმისთვის, რომ საქართველოს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, რუსეთი უნდა დაამარცხოს. დამარცხების პირობებში შეიძლება წამოიჭრას განსხვავებული იდეები, რისი მოთხოვნაც შეიძლება რუსეთისთვის. ასე რომ, ის, რასაც ქალბატონი ზურაბიშვილი ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახდეს“, – განაცხადა ზატულინმა.

რუსმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ თბილისი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის კონფლიქტთან, „ცდილობს გაზარდოს თავისი ღირებულება და კიდევ ერთხელ მოითხოვოს რაღაც რუსეთისგან“.

ზატულინი დარწმუნებულია, რომ ოცნებები ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნების შესახებ დარჩება „ოცნებისა და ფანტაზიების სამყაროში”.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვრებზე გამწვავება შესაძლებელია.

„შეიძლება იყოს გამწვავება, ოღონდ მაშინ, თუ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა მოექცევა იმ ზეწოლის ქვეშ, რომელიც მათზე ხორციელდება. ის სინამდვილეში განხორციელდება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია