პოლიტიკა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკრებულოს ცხრა პოლიტიკური თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განეხილათ.

სხდომა „ქართული ოცნების“ უხუცეს დეპუტატ კონსტანტინე უბერს უნდა წაეყვანა, თუმცა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე მოვიდნენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, თუმცა მათ რეგისტრაცია არ გაიარეს, შესაბამისად კვორუმი ვერ შედგა.

სხდომათა დარბაზში ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და პარტია „ახალის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებაში მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერიაც. სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პლაკატებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებდნენ.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 45 წევრიდან „ქართული ოცნებას“ 20 წარმომადგენელი ჰყავს, იმპიჩმენტისთვის კი 23 ხმა საჭირო.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...