პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემს „ტელეგრამზე“ 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან ქუჩაში პროტესტზე, ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე, ამოცანა მაქვს, მათი რაოდენობა გავზარდო

ჩემს „ტელეგრამ“ არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, რომ წამოვიდნენ და ქუჩაში პროტესტი და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცეებზე გამოთქვეს მზაობა, რომ გააკეთონ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, მასშტაბური აქციების დროს იყო პრობლემები და ამის მიზეზი იყო, რომ ორგანიზატორები რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ.

„ყველას ესმოდა, რომ ეს ხალხი გაბრაზებული იყო იმაზე, რომ არ მოგვცა ევროკავშირმა სტატუსი და ამაზე გაბრაზებული გამოვიდნენ, მაგრამ ამისი იქით რა ნაბიჯის გადადგმაზე იყო ეს ხალხი მზად და რაზე იყვნენ წამსვლელები, არავის ამაზე წარმოდგენა არ ქონდათ და ამის გამო ვერც ჩამოყალიბდნენ იმაზე, რა შეიძლება ამდენი ხანს გაეკეთებინა. მე ვაკეთებ ახლა ძალიან ჩვეულებრივად ამას. პირველად ცხოვრებაში, ტექნიკური რაღაცებით ვარ დაკავებული, რომ ადამიანები დავაორგანიზო. ჩემს „ტელეგრამ “არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომლებიც მზად არიან, წამოვიდნენ ქუჩაში პროტესტი და ხელის შეშლაზე, დაუმორჩილებლობაზე, საბოტაჟზე და ეგეთ რაღაცებზე გამოთქვეს მზაობა, რომ გააკეთონ. მე ვიცი, რომ ეს ხალხი არის ეგეთი ხალხი, რომლებიც ამისთვის არიან მზად. ამოცანა მაქვს, რომ ამ ხალხის რაოდენობა გავზარდო და გავხადო რამდენიმე ათეულობით ათასი. ეგეთი ამოცანა მაქვს. ვცდილობ, დღეში ერთხელ ამ ადამიანებს რაღაც ვუთხრა, რაღაც თემასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ, რომ ბევრ რაღაცებზე წარმოდგენები მაინც გასასწორებელი გვაქვს. ვაკეთებ ყველაფერს საჯაროდ, ვლაპარაკობ ყველაფერს და არაფერს ვმალავ, მათ შორის, გეგმასაც. აქციების დროს არ იცოდნენ რა ხალხი იყო. უნდა იცოდე რა ხალხია და რაზე მოდიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია