პოლიტიკა

გაუპატიურება, ძალადობა, მუქარა – ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნაკაიძეს ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის მუხლებით აქვს წარდგენილი.

პატიმრობის შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა, დაცვის მხარე კი მისთვის გირაოს ითხოვდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 აგვისტოს ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. მათი ცნობით, ამის შემდეგ ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

ის სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს.

ლაშა ნაკაძე მთავარი არხის დილის გადაცემის წამყვანი იყო. მისი დაკავების შემდეგ ტელეარხმა განაცხადა, რომ გმობს ძალადობას, ხოლო ნაკაიძესთან თანამშრომლობას წყვეტს. მათივე ცნობით, პოლიციას ამავე ტელეკომპანიის თანაშრომელმა მიმართა.

თავად ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის თქმით, მან საზოგადოებას შემოუთვალა, რომ “ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის” და რომ “შოკშია, ვინაიდან ვერ ხვდება, რა ხდება”.

ასევე ნახეთ

salome zurabishvili

სალომე ზურაბიშვილი – ფემიციდი არის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემა, რასაც უნდა მივხედოთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კანონმდებლობით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საჭიროა …