პოლიტიკა

ვაშინგტონში, აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 17 „დემოკრატი“ კონგრესმენი დააკავეს

ვაშინგტონში, აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციაზე 35 ადამიანი, მათ შორის 17 „დემოკრატი“ კონგრესმენი დააკავეს.

Washington Post-ის ინფორმაციით, უზენაეს სასამართლოსთან გამართული აქციის დროს დაკავებულებს შორის არიან კონგრესის წევრები ალექსანდრია ოკასიო-კორტესი, რაშიდა ტლაიდი და ილჰან ომარი.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგს „ხელები შორს ჩვენი სხეულებისგან“ და ქუჩის ბლოკირება სცადეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა. 16 ივლისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც აბორტის უფლების განხორციელებისთვის ფედერალური გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც ცხრა მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია