პოლიტიკა

ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში 20 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 2000 წელს დაბადებული .. დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მ..-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია შსს-ს განცხადებაში.

ასევე ნახეთ

კაბუ 10 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მსახიობი კახა აბუაშვილი იგივე „კაბუ”, რომელიც ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია