პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექსპერტები შედიან

მიხეილ სააკაშვილთან, კლინიკა “ვივამედში”,  ამერიკელი სასამართლო ფსიქიატრი, ერიკ დევიდ გოლდსმიტი შევიდა.

საქართველოში ასევე ჩამოსულია გაეროში აკრედიტირებული სასამართლო ექსპერტი, რომელიც დღეს შევა მიხეილ სააკააშვილთან.

საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა სავარაუდოდ სექტემბერში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

ამ დასკვნამ ორ მთავარ საკითხს უნდა გასცეს პასუხი: მძიმეა თუ არა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი დაავადების ხარისხი და ხელს უშლის თუ არა სასჯელის მოხდაში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, იმ შემთხვევაშ თუ დასკვანიში იქნება აღნიშნული, რომ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამის შემდგომ დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს სასჯელის გადავადების მოთხოვნით.

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, “თუ სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ექნება რაიმე კითხვები “ვივამედის” კლინიკა მხად არის ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად.”

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე ჯანდაცვის რეგულირების სააგანდოტად კიდევ 3 ექსპერტზე ელოდება დროებითი ლიცენზიის გაცემას.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია